EXTRA TIME და სპორტ-კაფე "მარაკანა" წარმოგიდგენთ ორიგინალურ სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც სპორტის მოყვარულებისთვის უნიკალურ ატმოსფეროს შექმნის.
თამაშის გენერალური სპონსორია belive, რომელმაც მარათონული სეზონის ბოლოს, გამარჯვებული გუნდებისთვის განსაკუთრებული პრიზები დააწესა:
🥇 I ადგილი — 1500 ლარი 🔥
🥈 II ადგილი — 1000 ლარი ✨
🥉 III ადგილი — 500 ლარი 👏
მთავარ პრიზთან ერთად, ჩვენი სპონსორები ყოველი ტურის ბოლოს დააჯილდოვებენ გამარჯვებულ გუნდებს:
🍻 სპორტ-კაფე "მარაკანა" — გამარჯვებულს დააჯილდოვებს 200 ₾ ბარის ვაუჩერით 🎟️
📚 გამომცემლობა "არტანუჯი" — გადასცემს სპორტული თემატიკის წიგნებს, მათ შორის უახლეს გამოცემებს 📖
🍖 ქართული კომპანია "Jerkia" საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თავის გემრიელ პროდუქციას გადასცემს და პრიზებს დამატებით "მინი ტრივიაზეც" გაათამაშებს.
🍟 FRIXX — გემრიელი და ხრაშუნა ჩიფსებით 🤤
🎲 სამაგიდო თამაშების გილდია — ერთდღიანი სრული აბონემენტით, სადაც შეგიძლიათ გაერთოთ 200-ზე მეტი სამაგიდო თამაშით.
Sportmiambe Shop სეზონის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ექვს სასურველ მაისურს 👚
სეზონის მსვლელობისას შემოგვიერთდებიან სხვა სპონსორებიც.
ფორმატი:
I - SPRINT (გასახურებელი რაუნდი) : 🏃♂️
თხუთმეტ შეკითხვას კონკრეტულ თემატიკაზე,რომელიც გამოცხადდება რაუნდის დაწყების წინ. თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებლად 30 წამი. სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - 0 ქულით.
II - ფოტორაუნდი: 📸
მოთამაშეები პასუხს გასცემენ 15 შეკითხავს რომლებიც დაფუძნებულია ფოტომასალაზე. სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულით. მოსაფიქრებელი დრო 30 წამი.
III - SURVIVAL რაუნდი: 💀
თანმიმდევრობით დაისმება 10 შეკითხვა, თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი 0 ქულით. თითოეული გუნდი მოცემულ რაუნდს თამაშობს პირველ შეცდომამდე, არასწორი ან არჩაბარებული პასუხის შემთხვევაში გუნდი ეთიშება რაუნდს. რაუნდის მაქსიმალური ქულა - 10.
IV - ბრეინბოლი: 🧠
დაისმება 10 ლოგიკური-სააზროვნო შეკითხვა მოსაფიქრებელი დრო - 1 წუთი. სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - 0 ქულით.
V - რაუნდი "90+" ⏱️
6 თემა, თითოეულში 3 შეკითხვა. 1-2-3 ქულა. მოთამაშეები თითოეული გუნდიდან ინდივიდუალურად დაუპირსიპირდებიან ერთმანეთს არასწორი პასუხი ფასდება შესაბამისი ნომინალის მინუს ქულით. რაუნდში მონაწილეობას მიიღებს რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი.
💵 თამაშის ღირებულება: გუნდზე 120 ₾
💡 შემოქმედებითი ჯგუფი: გიგა ჩალიგავა და ცოტნე გვასალია.
🗣 წევრების რაოდენობა გუნდში: 6 მოთამაშე
📍 სპორტ-კაფე "მარაკანა"
https://maps.app.goo.gl/MsTxCb6V1FFFsy1X6
🧾 სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/jnms7cLdaLnFMMTb7