

# Event Details

- **Event Name**: ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები: დასკვნითი ლექციები
- **Event Start and End Date**: Tue, 10 Jun, 2025 at 06:00 pm – Tue, 10 Jun, 2025 at 08:00 pm
- **Event Description**: 10, 19 და 24 ივნისს, ლუკა ნახუცრიშვილი და „ლიტაგორა“ გეპატიჟებათ საჯარო სალექციო კურსის „ქართული სოციალ-დემოკრატიის საწყისები“ სამ დასკვნით ლექციაზე. 

ლექციები ჩატარდება 18 საათზე, „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბში“, დოდო აბაშიძის ქ. 10, მეორე სართულზე (ამოსასვლელი გარე კიბიდან). 

18 მარტსა და 22 აპრილს შორის ჩატარებულ პირველ 6 ლექციაზე განვიხილეთ ქართული სოციალ-დემოკრატიისთვის ფუძემდებლური ისეთი მოვლენები, როგორებიც იყო ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალება და მემკვიდრეობა, ნოე ჟორდანიას პოლემიკები თუ „გურიის რესპუბლიკის“ გამოცდილება 1905 წლის რევოლუციის კონტექსტში. გამჭოლი თემები, აქამდე გამჯდარი მიდგომების კრიტიკასთან ერთად, იყო, რა იდეები, გამოცდილებები, წარმოსახვები ასაზრდოებდა სოციალ-დემოკრატიული პროექტის შემადგენელ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 22 მაისს კურსი განახლდა მეორე თემატური ნაწილით, რომელიც რიგ-რიგობით განიხილავს იმ საკვანძო კულტურულ ელემენტებს, რაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ფონზე და პირველი რესპუბლიკის ფარგლებში განსაზღვრავდა მმართველ სოციალ-დემოკრატთა წარმოსახვით ჰორიზონტსა და ძალაუფლების ლეგიტიმაციის სტრატეგიებს. 

22 მაისს მე-7 ლექციაზე („წითელსა და შინდისფერს შორის: პირველი რესპუბლიკა ლეგიტიმაციის ძიებაში“) ხაზი გავუსვით, რომ გავრცელებული (მემარჯვენე, ლიბერალური თუ ბოლშევიკოფილური) ხედვების საპირისპიროდ, თითქოს 1918 წლის 26 მაისს რევოლუცია გათავდა და დაიწყო უბრალოდ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, სინამდვილეში, პირველი რესპუბლიკა თავად იყო ყოფილი რუსული ცენტრისგან დამოუკიდებელი, პერიფერიული, თვითმყოფადი რევოლუციური პროექტი. 

29 მაისს, მე-8 ლექციაზე („‘უკონსტიტუციო ხანაში’: პირველი რესპუბლიკა კონსტიტუციურ და პერმანენტულ რევოლუციებს შორის“) ვკონცენტრირდით რესპუბლიკის რევოლუციურ განზომილებაზე და მოვხაზეთ ის ზოგადი კოორდინატები, რაც განსაზღვრავდა პირველ რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკურ რეჟიმს, კონსტიტუციის ამოქმედებამდე. აღმოვაჩინეთ არსებითი დაძაბულობა რევოლუციური პროცესის კონსტიტუციაში ჩადინებასა და რევოლუციის თვითკმარ და თვითმბად პროცესად შენარჩუნებას შორის და გამოვკეთეთ ნოე ჟორდანიას, როგორც რევოლუციური ავტორიტეტის, ფუნდამენტური როლი "უკონსტიტუციო ხანაში" წესრიგის უზრუნველმყოფი ალტერნატიული ნორმატიული წყაროს შემოთავაზებაში.  

ამ საძირკველზე დაყრდნობით, ერთკვირიანი შესვენების თავზე, დარჩენილი სამი ლექცია ჩაუღრმავდება უკვე შემდეგ საკითხებს: 

10 ივნისს, სამშაბათს, მე-9 ლექციაზე „რევოლუციური სუვერენობა: ნოე ჟორდანიას ‘მესამე გზა’ და რესპუბლიკის ფრანგული კილო“ დაწვრილებით განვიხილავთ, როგორ კითხულობდა „უკონსტიტუციო“, „რევოლიუციონურ ხანაში“ ჟორდანია, როგორც უზენაესი რევოლუციური ავტორიტეტი, საფრანგეთის რევოლუციური ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდს. ამაში გარკვევა გაგვაგებინებს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ დინამიკასაც და იმასაც, თუ როგორი იყო მისი მთავარი აქტორების თვითაღქმა, მათ შორის „ბოლშევიზმთან“, როგორც ზოგად ტენდენციასთან და კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ ძალასთან, დაპირისპირებაში.  

19 ივნისს, ხუთშაბათს, მე-10 ლექციის თემა იქნება „დემოკრატიის საზღვრები: სახალხო გვარდია, ხალხის ‘ხელმწიფება’, და ‘განაპირა ქვეყნები’“. მაშინ, როცა წინა ლექციები დიდწილად ეხება პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას დროში, ეს ლექცია ჩაეძიება მის სივრცით განზომილებებს, მათ შორის, რესპუბლიკის იმ არა-ტერიტორიალურ წარმოსახვას, რაც გამოსჭვივის სახალხო გვარდიის უფროსის, ვალიკო ჯუღელის ექსცენტრიული საჯარო დღიურიდან „მძიმე ჯვარი“. გვარდიის მიერ ოსთა აჯანყების ჩახშობის მაგალითზე, ასევე ვეცდებით, კრიტიკულად გავაანალიზოთ თბილისში მჯდომი რესპუბლიკური ხელისუფლების პრობლემური მიმართება პერიფერიებთან, ე.წ. „განაპირა ქვეყნებთან“ და მათ დიდწილად არაქართველ გლეხობასთან. პერიფერიების მოსახლეობასთან მიმართებასა და სახალხო გვარდიის პოლიტიკურ ფუნქციაზე დაკვირვება, საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს, სივრცის უფრო გადატანითი გაგების მოშველიებით, დავფიქრდეთ, რა იყო ის საზღვრები, რასაც პირველ რესპუბლიკაში აწყდებოდა „დემოკრატია“, როგორც პროექტი: ვინ შეადგენდა „ხალხს“, როგორც რესპუბლიკური სუვერენობის წყაროს? ვინ რჩებოდა „ხალხის“ გარეთ? ვინ და რის საფუძველზე წყვეტდა ამა თუ იმ ჯგუფის ინკლუზიისა და ექსკლუზიის თაობაზე? რა ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ლეგიტიმაციის ამ პროცესში ძალადობას? 

24 ივნისს, სამშაბათს, მე-11, დასკვნით ლექციაზე „პირველი რესპუბლიკა - დაუსრულებელი პროექტი? შეჯამება და დისკუსია“ დავუბრუნდებით კურსის პირველი ლექციის მეთოდოლოგიურ შესავალს, შევაჯამებთ და სამომავლო განხილვისთვის ხელახლა წამოვჭრით ყველა ზემოთ ნახსენებ პრობლემას. პუბლიკას შეეძლება მთელი განვლილი მასალიდან მისთვის ნებისმიერი საინტერესო საკითხის გარშემო ითხოვოს დაზუსტებები და აღძრას დისკუსია.  

ბოლო ლექციებით დაინტერესებულებს ვურჩევთ, გაეცნონ ჟორდანიას მიერ 1918 წლის აგვისტოს ბოლოს გაკეთებულ ვრცელ მოხსენებას "სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია", რომელიც რესპუბლიკის პერიოდში ჟორდანიას მთავარი თეორიული განაცხადია: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/271957/1/Noe_Jordania_Tomi_XIII.pdf (გვ. 44-75).

"ლიტაგორა" აგრძელებს ჩატარებული ლექციების ვიდეოების ატვირთვას: https://youtube.com/playlist?list=PLbSUqlNo0Hq-z1mX9rxUXc30VrJGHja2B&amp;si=q-1mXb0OkLPjCyAK

დამატებითი სალექციო მასალების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კურსის მეილინგ-ლისტზე: https://forms.gle/bhoFWNCtTRofcvsV9

ქავერის ფოტო: კარიკატურა ჟურნალიდან "თეატრი და ცხოვრება", 30 ნოემბერი, ნრ. 13, 1919
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/ქართული-სოციალ-დემოკრატიის-კულტურული-საწყისები-დასკვნითი-ლექციები/200028321620111
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 24

## Ticket Details

- **Ticket URL**: http://facebook.com/200028321620111?utm_source=AllEvents.in&utm_medium=event-discovery-platform&utm_campaign=tbilisi-events

## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი
- **lat**: 41.706482437981
- **long**: 44.795721602048
- **full address**: ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი, დოდო აბაშიძის ქუჩა 8, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები: დასკვნითი ლექციები
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events5/banners/04c8bae5d3d54851bdf049631828812d5a523d5ed8483ebcc855f77873cb0094-rimg-w775-h606-dca89275-gmir?v=1749495251

## FAQs

- **Q**: When and where is ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები: დასკვნითი ლექციები being held?
  - **A:** ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები: დასკვნითი ლექციები takes place on Tue, 10 Jun, 2025 at 06:00 pm to Tue, 10 Jun, 2025 at 08:00 pm at ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი, დოდო აბაშიძის ქუჩა 8, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები: დასკვნითი ლექციები",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events5/banners/04c8bae5d3d54851bdf049631828812d5a523d5ed8483ebcc855f77873cb0094-rimg-w775-h606-dca89275-gmir?v=1749495251",
        "startDate": "2025-06-10",
        "endDate": "2025-06-10",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/ქართული-სოციალ-დემოკრატიის-კულტურული-საწყისები-დასკვნითი-ლექციები/200028321620111",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "დოდო აბაშიძის ქუჩა 8, თბილისი, საქართველო",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.706482437981",
                "longitude": "44.795721602048"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "10, 19 და 24 ივნისს, ლუკა ნახუცრიშვილი და „ლიტაგორა“ გეპატიჟებათ საჯარო სალექციო კურსის „ქართული სოციალ-დემოკრატიის საწყისები“ სამ დასკვნით ლექციაზე. \n\nლექციები ჩატარდება 18 საათზე, „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბში“, დოდო აბაშიძის ქ. 10, მეორე სართულზე (ამოსასვლელი გარე კიბიდან). \n\n18 მარტსა და 22"
    }
]
```