კამერული მუსიკის საღამო
მარიო ბრუნელო, ჩელო, დირიჟორი / იტალია
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
პროგრამა:
I განყოფილება
ფრანც შუბერტი- უვერტიურა D8, დო მინორი (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის)
სონატა ლა მინორში “Arpeggione” (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის)
II განყოფილება
მიჩესლავ ვაინბერგი- კონცერტინო ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, თხზ.43bis
სინფონიეტა N2, თხზ.74 სიმებიანი ორკესტრისა და ტიმპანისათვის
---
✅ თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის მოქმედებს 15% ფასდაკლება
⚜️ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო
✅მხარდამჭერები:
- იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;
- ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში;
- სასტუმრო "თბილისი მარიოტი";
- თიბისი ბანკი.
✅საინფორმაციო მხარდაჭერა:
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო;
- რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა";
- რადიო პალიტრა;
- საინფორმაციო პორტალი ამბები.ge;
- ბილბორდ ჯორჯია;
- yolo.ge.
მარიო ბრუნელო, ჩელო/დირიჟორი
მარიო ბრუნელო, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტია. სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორი, პირველი ევროპელია, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა (1986 წ.). უზადო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსის მდიდარი რეპერტუარი მოიცავს, როგორც ადრეული ეპოქის მუსიკას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.
ბრუნელო აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და იღებს მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში. უაღრესად ემოციური და მკვეთრად ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილის მქონე შემსრულებელი, მარიო ბრუნელო, სისტემატურად უკრავს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, თანამშრომლობს სახელგანთქმულ ორკესტრებთან და უდიდეს დირიჟორებთან.
ბრუნელოს ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს.
მარიო ბრუნელო არის ფესტივალების Arte Sella და I Suoni delle Dolomiti სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, 2020 წლიდან, იგი ხელმძღვანელობს ფესტივალს Stresa Festival.
„საქართველოს სინფონიეტა“
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს დააფუძნა ყოველწლიური „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ქართული მუსიკალური სივრცის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.
თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესანიშნავ წამყვან დარბაზებში. ორკესტრი სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან - სოლისტებთან თუ დირიჟორებთან და ანსამბლებთან.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები სხვადასხვა დროს გადაიცემოდა ტელეარხებზე: „MEZZO”, „ARTE” და სხვა.
You may also like the following events from თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire:
Also check out other
Arts events in Tbilisi,
Festivals in Tbilisi.