ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”, 22 May

ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”

Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)

Highlights

Fri, 22 May, 2026 at 09:45 am

Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия

Advertisement

Date & Location

Fri, 22 May, 2026 at 09:45 am - Sun, 24 May, 2026 at 06:00 pm (GET)

Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия

ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”
„კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი" და სოფია ვერულაშვილი გიწვევთ გეშტალტთერაპევტებს და სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტებს ლინდა ოსბორნის სამდღიან საერთაშორისო სემინარზე!
სემინარის თემა: „ფსიქოთერაპია წყვილებთან".

სემინარი ჩატარდება 22,23,24 მაისს, "კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში", მისამართზე: ლადო ასათიანის ქუჩა N14ა, მეორე სართული, 0105, თბილისი, საქართველო.

დღის განრიგი:
09:45 — რეგისტრაცია
10:00–11:45 — სამუშაო პროცესი
11:45–12:00 — ყავის შესვენება
12:00–13:45 — სამუშაო პროცესი
13:45–15:15 — სადილის შესვენება
15:15–16:30 — სამუშაო პროცესი
16:30–16:45 — ყავის შესვენება
16:45–18:00 — სამუშაო პროცესი

მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სწავლისა და პროფესიული ზრდის გამოცდილებას.

სემინარის წამყვანი:
ლინდა ოსბორნი (დიდი ბრიტანეთი) — ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, სუპერვიზორი და საერთაშორისო ტრენერი.

ლინდა ოსბორნი, როგორც კონსულტანტ-ფსიქოთერაპევტი, დაკავებულია კერძო პრაქტიკით ფარნემში, სურეიში. ის კლიენტებს სთავაზობს მკაფიო, საზღვრების მქონე და პროფესიონალურ თერაპიულ ურთიერთობას, რაც მათ აძლევს თავისუფლებას გამოიკვლიონ საკუთარი გამოცდილება, ახლოს დარჩნენ მასთან, გაიაზრონ და დაიწყონ მათი გადამუშავება. ლინდა ასევე უზრუნველყოფს სუპერვიზიას კონსულტანტებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის.

ლინდა ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის (Metanoia Institute) ლექტორია და საერთაშორისო დონეზე ატარებს ტრენინგებს. როგორც კონსულტანტ-ფსიქოთერაპევტი, ის ეფუძნება ბრიტანეთის კონსულტირების და ფსიქოთერაპიის ასოციაციის ეთიკის კოდექსს, ხოლო როგორც ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი და ტრენერი — მეტანოიას ინსტიტუტის ეთიკის კოდექსს.
იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის ფსიქოთერაპევტთა საბჭოს (UKCP) ტრენინგ სტანდარტების კომიტეტის წევრი და დიდი ბრიტანეთის გეშტალტ პრაქტიკოსთა ასოციაციის (UKAGP) დამფუძნებელი თავმჯდომარე.

სამუშაოს მიმართულებები
პირადი კონსულტირება და ფსიქოთერაპია; ფსიქოსექსუალური და ურთიერთობების კონსულტირება, წყვილების თერაპია; გლოვისა და განქორწინების თემებზე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; შეფასება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპიული პროცესები.

აკრედიტაცია
• „Relate“-ის აკრედიტებული კონსულტანტი
• ბრიტანეთის კონსულტირების და ფსიქოთერაპიის ასოციაციის აკრედიტებული წევრი
• დიდი ბრიტანეთის ფსიქოთერაპევტთა საბჭოს აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი
• გეშტალტ ფსიქოთერაპიის ტრენინგ ინსტიტუტის ტრენერი და სუპერვიზორი წევრი
• ევროპული ფსიქოთერაპიის სერთიფიკატის (ECP) მფლობელი

სემინარის ღირებულება: 550 ევრო, გეშტალტთერაპიის ბაზისური პროგრამის სტუდენტებისთვის 450 ევრო.
სემინარზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სრულად გადაიხადოთ თანხა.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ჯგუფის წევრთა მაქსიმალური ოდენობაა 18 მონაწილე და რეგისტრაცია სრულდება გადახდის შემდეგ.
გთხოვთ, წინასწარ იზრუნოთ სემინარზე დასასწრებლად.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული თარგმანით ქართულ ენაზე.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის მესენჯერში


You may also like the following events from Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP):

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия, ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”, 22 May
ლინდა ოსბორნის სემინარი “ფსიქოთერაპია წყვილებთან”
Fri, 22 May, 2026 at 09:45 am