

# Event Details

- **Event Name**: გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი 
- **Event Start and End Date**: Mon, 19 Oct, 2026 at 11:00 am – Sat, 24 Oct, 2026 at 11:30 pm (+04:00)
- **Event Description**: ✨ფლორენცია ✨სიენა✨ პიტილიანო ✨სორანო ✨მონტეპულჩიანო ✨პიენცა 
✨ ვალ დ"ორჩას ხეობა ✨მონტერიჯონი ✨ სან - ჯიმინიანო ✨

📍1 დღე ( 19 ოქტომბერი ) - ჩაფრენა ფლორენციაში
ტრანსფერი სასტუმროში. ექსკურსია ფლორენციაში. 

ფლორენცია – ტოსკანის დედაქალაქი, იტალიური რენესანსის აკვანი , ცოცხალი მუზეუმი, 
სადაც ხელოვნება და  ისტორია ერთმანეთს ერწყმის. 🌿
უძველესი დუომო – საოცარი გუმბათით, უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით, პონტე ვეკიო –შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი - რომელიც  XVI საუკუნედან „ოქროს ხიდის“ სახელით გახდა ცნობილი, სასურსათო მაღაზიების ნაცვლად იქ საიუველირო სახელოსნოები დაარსდა, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს.
პიტის სასახლე და ბობოლის ბაღები – მდიდრული ატმოსფეროთი,  მიქელანჯელოს მოედანი, საიდანაც ქალაქი მთელ სიდიადეში იშლება.
ღამისთევა  - ფლორენციაში. 

📍2 დღე ( 20 ოქტომბერი )   - საუმზე სასტუმროში
ფლორენცია - სიენა
გამგზავრება მატარებლით. ტრანსფერი სასტუმროში, შეხვედრა გიდთან და ქალაქის ტური:
•  სიენას საკათედრო ტაძარი
•  დუომოს ტაძრის კომპლექსის მუზეუმი 
•  პიაცა-დელ-კამპო
•  პალაცო პუბლიკო
•  სანტა-მარია დელა სკალა
•  ეროვნული პინაკოტეკა
თავისუფალი საღამო. ღამისთევა სიენაში 

📍3 დღე (21 ოქტომბერი)  - საუმზე სასტუმროში. 
ადრიანი გამგზავრება სიენიდან.
ამ დღეს მოვინახულებთ ეტრუსკების პერიოდის ორ ულამაზეს სოფელს.
•  პიტილიანო - მთის ფერდობზე შემოფენილი ტუფის ქვით ნაშენი ეტრუსკების მიერ გაშენებული სოფელი, რომელიც ბუნებისა და არქიტექტურის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. ტოსკანური იერუსალიმი,  ეს კოლორიტული კომუნა ტოსკანის რეგიონის მარგალიტად მიიჩნევა.

•  სორანო - ასევე ეტრუსკულ ეპოქაში აყვავდა. კლდეზე მდებარეობისა და ტუფში ჩაფლული მდებარეობის გამო (ახლომდებარე პიტილიანოს მსგავსად), მისი მონახულება დროში მოგზაურობას ჰგავს: ტიპიური და მომხიბვლელი სოფელი, ერთმანეთზე მიყრდნობილი პატარა სახლებითა და თვალწარმტაცი ჩიხებით.

დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.

📍4 დღე ( 22 ოქტომბერი ) - საუზმე სასტუმროში.
 გამგზავრება სიენიდან.  
✨ეს დღე მთლიანად ტოსკანის ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს  დაეთმობა.
✨Val D'Orcia ს ხეობა  ტოსკანის ნამდვილ სავიზიტო ბარათია. ეს ადგილი თავის უცვლელი ლანშაფტით და ხელუხლებელი სილამაზით აღორძინების მხატვრების  შთაგონებად იქცა. 
 •  Crete senesi Asciano
 •  მონტე ოლივეტო მაჯორე - საოცარი ფრესკებით
 •  მონტეპულჩიანო - ტოსკანური ღვინის სამოთხე ( ღვინის დეგუსტაციები) -  პატარა ტოსკანური ქალაქი მდიდარი შუა საუკუნეების წარსულით. ცნობილია, მრავალრიცხოვანი სასახლეებითა და ღვინით. ბორცვიდან, რომელზედაც ქალაქი მდებარეობს, ჰორიზონტს მიღმა გადაჭიმული ტოსკანის მინდვრებისა და ვენახების ულამაზესი ხედები იშლება.
 • პიენცა - პატარა მომხიბლავი რენესანსული ქალაქი, ქალაქის პანორამული ტერასებიდან საოცარი ხედები იშლება ვალ’დორჩას ხეობაზე.
•  მადონა დი ვიტალეტას სამლოცველო - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ- ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ტოსკანური პეიზაჟების მოყვარულთათვის.
დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.

📍5 დღე ( 23 ოქტომბერი ) - საუზმე. სასტუმროს ნომრების ჩაბარება და გამგზავრება ბარგით.

•  მონტერიჯონი - შუა საუკუნეების პატარა ციხე - ქალაქი გალავნით. მონტერიჯონში შემონარჩუნებულია თოთხმეტამდე კოშკი. კოშკში შესასვლელი ბილეთი ღირს - 1.5 ევრო.
გალავანზე გასეირნება და მუზეუმი (3 ევრო)
გამგზავრება სან - ჯიმინიანოსკენ. 

•   სან - ჯიმინიანო 
სანახავი ადგილები: Collegiata di San Gimignano.( ტაძარი ფრესკებით); San Francesco (ტაძარი); Torre Grossa ( სან- ჯიმინიანოს ყველაზე მაღალი კოშკი- ასვლა სურვილისამებრ ) ; Piazza Della Cisterna; Torre e Casa Campatelli
ექსკურსიის მერე გავემგზავრებით ფლორენციაში. დაბინავება სასტუმროში. ღამისთევა ფლორენციაში 

📍6 დღე ( 24 ოქტომბერი ) - საუზმე სასტუმროში.
✨ ეს დღე დაეთმობა ფლორენიციის მუზეუმების მონახულებას: 
( ფასში არ შედის მუზეუმების ტური და ბილეთების საფასური )	
•  უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით,
•  Galleria dell’Accademia 

✨ვისაც ნანახი აქვს ექნებათ თავისუფალი დღე - შეგვიძლია შევთავაზოთ არჩევითი ექსკურსია - პიზაში და ლუკაში ( ფასში არ შედის)

16:00 - ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება თბილისის მიმართულებით. 

💥ფასი: 1150 ევრო + ავიაბილეთის საფასური ( დღეისთვის 400 ევროა)

P.S.  ავიაბილეთების შეძენა ხდება წინასწარ! 

ღირებულებაში შედის: 

✔️ სამოგზაურო დაზღვევა
✔️ გამყოლი კომპანიიდან, რომელიც თქვენზე იზრუნებს მთელი ტურის განმავლობაში
✔️ პროფესიონალი ლიცენზიერებული გიდის მომსახურება ფლორენციის, სიენას, სან- ჯიმინიანოს ქალაქის ტურებზე, ვალ'დორჩას ხოებაში.
✔️ ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფისთვის სადაც საჭირო იქნება სრული ტურის განმავლობაში.
✔️ შიდა მატარებლის ბილეთები
✔️ 3- 4 * სასტუმროები ტურის მიხედვით საუზმით ( ფლორენციაში, სიენაში,)
✔️ ღვინის დეგუსტაცია - ღვინის ტურით. 

ღირებულებაში არ შედის: 

✔️ ავიაბილეთი  ( თბილისი - ფლორენცია - თბილისი) ვენის გავლით. ( ფასი ცვალებადია და გადაამოწმეთ ოპერატორთან)

❌ სადილები და ვახშმები
❌ ქალაქის მოსაკრებელი (sity tax)
❌ მუზეუმების და ტაძრების შესასვლელი ბილეთები 
❌ სამუზეუმო გიდის მომსახურება

P.S.  ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით !!!

ტურის დასაჯავშნად ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

☎︎ 593 52 73 53; 551 60 08 44

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი 

✨ გთხოვთ გაითვალისწინოთ✨
⭕ ტურში ადგილი დადასტურდება ავიაბილეთის შეძენის შემდგომ.
⭕ თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (წამოუსვლელობის) შემთხვევაში, ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
⭕ტურის თანხა სრულად უნდა დაიფაროს წასვლამდე 10 დღით ადრე.
⭕ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია ერთიანად სრულად ან ეტაპობრივად, თქვენზე მორგებული გრაფიკით.
- **Event URL**: https://allevents.in/tbilisi/გასაოცარი-ტოსკანური-თავგადასავალი/200030510727052
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 64

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Tbilisi
- **state**: TB
- **country**: Georgia
- **location**: თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia
- **lat**: 41.70176
- **long**: 44.79403
- **full address**: თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events7/banners/12139038787d378e76f6056786d2716c29b8bb52470e9bf650daa978360ec9a1-rimg-w737-h492-dc181808-gmir?v=1788299762

## FAQs

- **Q**: When and where is გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი  being held?
  - **A:** გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი  takes place on Mon, 19 Oct, 2026 at 11:00 am to Sat, 24 Oct, 2026 at 11:30 pm at თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia.
- **Q**: Who is organizing გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი ?
  - **A:** გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი  is organized by მსოფლიოს გარშემო.
- **Q**: Who is this event for? Is it right for me?
  - **A:** გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი  is ideal for art lovers, collectors, creatives, and anyone inspired by visual arts, installations, and exhibitions. Whether you're a first-time attendee or a longtime enthusiast in Tbilisi, this event is thoughtfully curated to deliver a standout experience worth every moment. With 60+ people already showing interest, this is clearly an event worth adding to your calendar - don't miss out.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events7/banners/12139038787d378e76f6056786d2716c29b8bb52470e9bf650daa978360ec9a1-rimg-w737-h492-dc181808-gmir?v=1788299762",
        "startDate": "2026-10-19T11:00:00+04:00",
        "endDate": "2026-10-24T23:30:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/tbilisi/გასაოცარი-ტოსკანური-თავგადასავალი/200030510727052",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო",
                "addressLocality": "Tbilisi",
                "addressRegion": "TB",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.70176",
                "longitude": "44.79403"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "✨ფლორენცია ✨სიენა✨ პიტილიანო ✨სორანო ✨მონტეპულჩიანო ✨პიენცა \n✨ ვალ დ\"ორჩას ხეობა ✨მონტერიჯონი ✨ სან - ჯიმინიანო ✨\n\n📍1 დღე ( 19 ოქტომბერი ) - ჩაფრენა ფლორენციაში\nტრანსფერი სასტუმროში. ექსკურსია ფლორენციაში. \n\nფლორენცია – ტოსკანის დედაქალაქი, იტალიური რენესანსის აკვანი , ცოცხალი მუზეუმი, \nსადაც ხელოვნ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": " ",
                "url": "https://allevents.in/org/მსოფლიოს-გარშემო/21766394",
                "description": "მსოფლიოს გარშემო, Tbilisi. 54,408 likes · 3 talking about this · 176 were here. Travel Agency\nAddress: Rustaveli Ave N 38, Tbilisi, Georgia\nMob: (+995)..."
            }
        ]
    }
]
```