

# Event Details

- **Event Name**: ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური
- **Event Start and End Date**: Wed, 14 Oct, 2026 at 08:00 am – Wed, 14 Oct, 2026 at 09:00 pm (+04:00)
- **Event Description**: 📣 ძვირფასო მეგობრებო, გთავაზობთ განსაკუთრებულ პილიგრიმულ მოგზაურობას ულამაზეს ძამის ხეობაში!
მზოვრეთის მამათა მონასტერი შაბათ-კვირას და მარხვის პერიოდში ვიზიტორებისთვის დაკეტილია, სხვა დღეებში კი შესაძლებელია მისი მონახულება და მოლოცვა. სწორედ ამიტომ Dgl Tours ძამის ხეობის პილიგრიმულ ტურებს შუა კვირაში, პროფესიონალი გიდის თანხლებით გთავაზობთ.
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours „დი ჯი ელი“ 14 ოქტომბერს გთავაზობთ ერთდღიან პილიგრიმულ ტურს ძამის ხეობაში — 50 ლარად!
🙏 მართალია, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაა — გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს!  მაგრამ ამ დღეს ჩვენ ძამის ხეობის სიწმინდეების მოსალოცად და განსაკუთრებით მზოვრეთის მამათა მონასტრის მოსანახულებლად გავემგზავრებით.
🌿 ძამის ხეობა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სამონასტრო მხარეა — მთებითა და ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში ერთმანეთის მიყოლებით გვხვდება ძველი და ახალი მონასტრები, ისტორიული ნანგრევები და კლდეში ნაკვეთი ტაძარიც.
⭕️ გზად მოვინახულებთ:
✔️ სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი — ძამის ხეობის კარიბჭესთან მდებარე მშვიდი და გამორჩეული მონასტერი. გადმოცემით, სოფლის სახელწოდებაც საინტერესო ისტორიას უკავშირდება — ეპიდემიის დროს დაცარიელებულ სოფელში მხოლოდ სამი ოჯახი დარჩენილა, რასაც „სამწევრისის“ სახელის წარმოშობას უკავშირებენ.
✔️ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი — ყინწვისთან ახლოს, მაღლობზე აღმართული უჩვეულო ტაძარი და მამათა მონასტერი. კეთილგონიერი ავაზაკი ის ჯვარცმული ავაზაკია, რომელმაც ქრისტე ირწმუნა და სახარების მიხედვით უფლისგან სამოთხეში ყოფნის აღთქმა მიიღო. ტაძრის მდებარეობიდან ძამის ხეობის ულამაზესი ხედებიც იშლება.
✔️ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი — XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კომპლექსის მთავარი ნაგებობა წმინდა ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარია, ხოლო ყინწვისის ცნობილი ფრესკები შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენს.
✔️ ორთუბნის დედათა მონასტერი — ფანასკერტელთა ისტორიული რეზიდენცია — ადგილი, რომელიც ძველი საციციანოს ისტორიას უკავშირდება. აქვეა ვიზიტორთათვის განსაკუთრებით საინტერესო „სურვილების კედელი“, სადაც მომლოცველები პატარა ფურცლებზე დაწერილ სურვილებსა და სათხოვარს ტოვებენ.
✔️ მზოვრეთის მამათა მონასტერი — ჩვენი ტურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ძამის ხეობის სიღრმეში, მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული მონასტერი განსაკუთრებული სიმშვიდითა და გარემოთი გამოირჩევა. სწორედ მისი მონახულების შესაძლებლობის გამო ვგეგმავთ ტურს შუა კვირაში.
✔️ წმინდა სამების ტაძარი — ძამის ხეობის თანამედროვე სამონასტრო ცხოვრების კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი, რომელსაც ჩვენი პილიგრიმული მოგზაურობისას მოვილოცავთ.
✔️ სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი — ღირსი შიო დიდი საკვირველმოქმედის მამათა მონასტერი — ჩვენი დღის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი. ტაძარი უშუალოდ კლდეშია გამოკვეთილი; მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა. ტაძარში დაახლოებით 5-მეტრიანი კლდეში გაჭრილი დერეფნით შევდივართ, ხოლო შიგნით მოხატული სივრცე გვხვდება. ეს თანამედროვე საქართველოში კლდეში ტაძრის კვეთის უძველესი ქართული ტრადიციის აღორძინების საინტერესო მაგალითია.
⭕️ გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ:
➡️ არ ვაბინძურებთ გარემოსა და ტრანსპორტს — პატივი ვცეთ როგორც სიწმინდეებს, ისე ბუნებასა და ერთმანეთის შრომას.
➡️ არ ვბილწსიტყვაობთ და ტურის განმავლობაში არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე.
➡️ არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში  (არ ვიკვებებით ტრანსპორტში)   — ტაძრებსა და მონასტრებში ნასვამ მდგომარეობაში შესვლა დაუშვებელია.
➡️ ქალბატონებს გთხოვთ, თან იქონიოთ თავსაბურავი, რადგან ტური პილიგრიმულ-მომლოცველობითია. ყოველი შემთხვევისთვის იქონიეთ საწვიმარიც.
➡️ ტურის განმავლობაში ვემორჩილებით გიდის მითითებებს. უსაფრთხოებისა და ორგანიზებული გადაადგილებისთვის გთხოვთ, არ ჩამოშორდეთ ჯგუფს და დაიცვათ შეთანხმებული დრო.
⭕️ ტურის ღირებულებაში შედის: 
➡️ მგზავრობა VIP კლასის მიკროავტობუსით 
➡️ პროფესიონალი გიდის მომსახურება
⭕️ ღირებულებაში არ შედის:
➡️ კვება — ყველას მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები. 
➡️ მზოვრეთზე ასვლა-ჩამოსვლა სპეციალური „დელიკებით“ — 10 ლარი.
📍 გასვლის დრო და ადგილი: 
⏰ 08:00 — თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი
💰 ტურის ღირებულება — 50 ლარი
📌 ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით. რეგისტრაციის შემდეგ პირადად მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომერს ტურის საფასურის ჩასარიცხად.
❌ ტურზე ვერ წამოსვლის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თანხა სრულად ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იშვიათი ფორსმაჟორული გარემოების გამო კომპანია იძულებული გახდება ტური გააუქმოს.
📲 დაგვიკავშირდით: 
📞 597 53 79 79 — თამარი (WhatsApp) 
📞 598 18 19 72 — თამარი (Viber)
🙏 ერთი დღე ძამის ხეობაში — სიწმინდეები, ისტორია, საოცარი ბუნება და სულიერი სიმშვიდე.
#dgltours #discovergeorgialand
- **Event URL**: https://allevents.in/mtskheta/ძამის-ხეობა-მზოვრეთი-სამწევრისი-ყინწვისი-ავაზაკის-ტაძარი-ორთუბანი-სარკინეთი-ერთდღიანი-ტური/200030805251749
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 16

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Mtskheta
- **state**: MM
- **country**: Georgia
- **location**: ძამას ხეობა
- **lat**: 41.960743
- **long**: 43.837616
- **full address**: ძამას ხეობა, ქარელი,Kareli, Shida Kartli, Georgia, Mtskheta

## Event gallery

- **Alt text**: ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events4/banners/0c53dee621d44e29a9e1b83dcb5d0730cc334c8a2ed5444185a12c8e5a91d109-rimg-w1200-h676-dc283848-gmir?v=1791450469

## FAQs

- **Q**: When and where is ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური being held?
  - **A:** ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური takes place on Wed, 14 Oct, 2026 at 08:00 am to Wed, 14 Oct, 2026 at 09:00 pm at ძამას ხეობა, ქარელი,Kareli, Shida Kartli, Georgia, Mtskheta.
- **Q**: Who is organizing ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური?
  - **A:** ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური is organized by Dgl Tours.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "ძამის ხეობა, მზოვრეთი, სამწევრისი, ყინწვისი, ავაზაკის ტაძარი, ორთუბანი, სარკინეთი,  ერთდღიანი ტური",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events4/banners/0c53dee621d44e29a9e1b83dcb5d0730cc334c8a2ed5444185a12c8e5a91d109-rimg-w1200-h676-dc283848-gmir?v=1791450469",
        "startDate": "2026-10-14T08:00:00+04:00",
        "endDate": "2026-10-14T21:00:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/mtskheta/ძამის-ხეობა-მზოვრეთი-სამწევრისი-ყინწვისი-ავაზაკის-ტაძარი-ორთუბანი-სარკინეთი-ერთდღიანი-ტური/200030805251749",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "ძამას ხეობა",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "ქარელი,Kareli, Shida Kartli, Georgia",
                "addressLocality": "Mtskheta",
                "addressRegion": "MM",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.960743",
                "longitude": "43.837616"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "📣 ძვირფასო მეგობრებო, გთავაზობთ განსაკუთრებულ პილიგრიმულ მოგზაურობას ულამაზეს ძამის ხეობაში!\nმზოვრეთის მამათა მონასტერი შაბათ-კვირას და მარხვის პერიოდში ვიზიტორებისთვის დაკეტილია, სხვა დღეებში კი შესაძლებელია მისი მონახულება და მოლოცვა. სწორედ ამიტომ Dgl Tours ძამის ხეობის პილიგრიმულ ტურებს შუა კვირ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "Dgl Tours",
                "url": "https://allevents.in/org/dgl-tours/26513363"
            }
        ]
    }
]
```