Event

Green Zebra: ყელიწადის ტბა

Advertisement

სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.


ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 6 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი, სამანქანო გზა, ალპურის ბილიკი. 200 მეტრიანი მკვეთრი აღმართი.

• დღე II: 10 კმ. რთული რელიეფი, ნაშალი ქვა. ერთი მკვეთრი აღმართი 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.

• დღე III : 12 კმ. მკვეთრი აღმართი 350 მეტრის ცვალებადობით.

• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2020მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 3568მ.
• სასრული სიმაღლე 2020მ.
• საბანაკე ზღვის დონიდან 2840მ (I ღამე) , 3081 მ (II ღამე).

ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
რთული რელიეფი, დიდი მანძილი, მძიმე წონის ბარგი

სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
არაერთგვაროვანი რელიეფი, დიდი მანძლი, რამდენიმე მკვეთრი აღმართი, საშუალო წონის ბარგი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა
აუცილებელი:
• თბილი საძილე ტომარა;
• საგებელი;
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი; ქუდი, ხელთათმანი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• საკუთარი კარავი;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე წყალი ჭირს.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

ღამისთევა კარვებში:
• I ღამე - საბანაკე "სამოთხეზე";
• II ღამე - ყელიწადის ტბასთან;

რისკები/საფრთხეები:
• თუკი მანქანა ვერ შეძლებს კეტრისში შემოსვლას, დაგვემატება მე–3 დღეს 4 კმ სწორ რელიეფზე (დამოკიდებულია გზის მდგომარეობაზე);
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;


ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
1.08.20025
07:300
გასვლის დრო - 08:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
• ყელიწადის ტბა
• არჩვების ტბა
• ხორისარის ზეგანი;
• საბანკე "სამოთხე";
• ხედები ყელიწადის ტბაზე, თრუსოს ხეობასა და მყინვარწვერზე კარგი ამინდის შემთხვევაში.

ფასი:
150 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: ყელიწადი


ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე, საგებელი)

ფასში არ შედის:
• კვება;
• სხვა სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გზაქურა);
• გასაბერი იხვი;
• არჩვების მოფერება;
• ტბაში თევზაობა;

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება

• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Vladikavkaz Events in Your Inbox