Event

მწვერვალი მეფისკალო 3519 მ (Green Zebra)

Advertisement

🟢 სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.

🏞️ ტურის მთავარი წესები და პირობები:
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. სიგარეტის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.

🗺️ ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 12.5 კმ. ალპური ბილიკი. სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე.
• დღე II: 20.5 კმ. ალპური ბილიკი, მკვეთრი აღმართი დაახლოებით 700 მეტრიანი სიმაღლის აწევით. 8 კმ ვულკანური ზეგანი და ნაშალი კლდე, მსუბუქი ბარგით.


საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან: 1580 მ.
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 3519 მ (მწვერვალი პატარა მეფისკალო).
საბანაკე ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან: 2860მ.
სასრული წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან: 1580მ.



🌟 ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
არაერთგვაროვანი რელიეფი, დიდი მანძილი, რამდენიმე მკვეთრი აღმართი, საშუალო სიმძიმის ბარგი, თოვლი მწვერვალზე.



🎒 გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;


🍽️ კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

🩺 ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

⚠️ რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ტური შეიძლება გაუქმდეს სტიქიური უბედურების შემთხვევაში (წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ.)
• ცუდი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;

ღამისთევა:
კარვებში.

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.


🕖 შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
19.07.2025
06:30
გასვლის დრო - 07:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

📸 ღირსშესანიშნაობანი:
• თეთრი არაგვის ხეობა;
• ღორღიანას ზეგანი;
• მეფისკალოს ზეგანი;
• მწვერვალი მეფისკალო (3519 მ);
• თუ დრო დარჩება ღორღიანას 3 ტბა (იბინა, ზიგინა, ბრიგინა)

💰 ფასი:
140 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: მეფისკალო

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა (კარავი, საძილე, საგებელი)

ფასში არ შედის:
• კვება;


📌 გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

🎁 ბონუსები და ფასდათმობა:
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.


✅ დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Vladikavkaz Events in Your Inbox