Event

სისტემური განლაგების ვორქშოპი

Advertisement

სისტემური განლაგება და მედიტაცია

ფასილიტატორი - თინა კუხიანიძე
05-06 ივლისი
ღირებულება - 440 ლარი

სისტემური განლაგების პროცესი (განსაკუთრებით, თუ პირველად იღებ მონაწილეობას) უცნაურია, რთულად აღსაწერი სიტყვებით და, ზოგჯერ, ერთი შეხედვით დაუჯერებელი. თუმცა, გამოცდილებასთან ერთად, სამყაროს სრულიად ახალი ხედვა გეძლევა, უფრო ფართო და ბევრისმომცველი. ეს არამარტო კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში გეხმარება, არამედ ახალ პარადიგმას გაძლევს - როგორ აღიქვა სამყარო, გარშემომყოფები, და რაც მთავარია, საკუთარი თავი.

ეს ვორქშოპი შენთვისაა, თუ:

გულწრფელად გაინტერესებს სისტემური განლაგების მეთოდი, მედიტაცია, სომატური პრაქტიკები.

საკუთარი თავის განვითარებასთან მიმარათებაში
მზად ხარ რაღაც ახლისთვის. “რაღაც ახალი” - ანუ შეიძლება შენს ახლანდელ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდეს.

უშვებ, რომ არის რაღაც, რაც არ იცი. და ასევე არის რაღაც, რაც არ იცი, რომ არ იცი.

გაითვალისწინე, რომ ვორქშოპის განმავლობაში შესაძლებელია ყველა მონაწილის ინდივიდუალური განლაგება არ გაკეთდეს. თუმცა მონაწილეობას მიიღებს ყველა.


დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე ეს ფორმა:
https://forms.gle/jUVRLxQ8TSafy1tK8

კითხვების შემთხვევაში, დამიკავშირდი:
dGlrYSAhIGt1a2hpYW5pZHplIHwgZ21haWwgISBjb20=
+995574041402



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Tbilisi Events in Your Inbox