Event

აბუდელაურის ფერადი ტბები (13 ივლისი)

Advertisement

✨პირაქეთა ხევსურეთი, აბუდელაურის ფერადი ტბები.

✨შემოგვიერთდით კვირას, 13 ივლისს. სეზონის ბოლოს გასვლა.

🟣აბუდელაურის ფერადი ტბები ბევრისთვის რთულ ტურად აღსაქმელი იყო. თუმცა რაც ახალი გზა გაიჭრა კილომეტრაჟიც შემცირდა და ბევრი აღმართის გავლაც არ გიწევთ.

🔷️ ჯერ ავდივართ თეთრ ტბაზე და იქიდან ვეშვებით დანარჩენი ორი ტბის სანახავად. ნუღარ გადადებთ ამ ტურს სიშორის და სირთულეების გამო.

✨დეკას ყვავილობა თუ გინდათ ნახოთ ივნისში ან ივლისის შუა რიცხვებამდე უნდა წამოხვიდეთ. ამ დროს ყველაზე ლამაზია ეს მხარე.

🔸სოფელი როშკა.
🔸აბუდელაურის ფერადი ტბები. მწვანე, ლურჯი, თეთრი.
🔸 კულტურულ ძეგლად აღიარებული როშკის ლოდები..
❗გასავლელი მანძილი 12 კმ. (ორივე გზა)
❗ტურის სირთულე საშუალოზე მარტივი.

❇️ტურის ღირებულებაა 60 ლარი.(მიკროავტობუსით)

თუ გზასთან დაკავშირებით შეიქმნა წავალთ დელიკით 85 ლარი.

👇ღირებულებაში შედის:

🔸მგზავრობა
🔸გიდის მომსახურეობა.
🔸ფოტო გადაღება.( ჯგუფური)

❌ფასში არ შედის კვება. ყველას მოგაქვთ ინდივიდუალურად, თუმცა ყველა ვპიკნიკობთ ერთად.

⭕️ტური არის ჯგუფური, ამიტომ ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს.
⭕️არ ვიყოფით ცალკეულ ჯგუფებად.
⭕️ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს.

✔️ტურის მსვლელობისას ვემორჩილებით გიდის მითითებებს.
✔️არ ვასწრებთ წინ.
✔️არ ვკამათობთ.
✔️არ ვანაგვიანებთ გარემოს.
✔️ამინდზე გიდი არაა პასუხისმგებელი, რადგან მთაა და აქ ყოველ წუთს იცვლება ამინდი.
✔️თვითნებურად არ ცვლით მარშრუტს. არ ვწუწუნებთ. არ ვჩხუბობთ. თუ დაიღლებით, გიდს ნუ გაუბრაზდებით.
✔️ურჩი ვიზიტორები მოიხსნებიან ტურიდან და გიდი მათ წინაშე იხსნის პასუხიხმგებლობას.
✨ ტურის მსვლელობის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება❌.
‼️ლაშქრობის დროს დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.

‼️გასათვალისწინებელი დეტალები.

✨წამოიღეთ საწვიმარი.(მთაში ამინდს ვერ განსაზღვრავთ).ან წვიმაში მოყვებით, ან სეტყვაში, ან ქარში. გიდს ნუ მოსთხოვთ რატომ მოიღრუბლა. შესთხოვეთ ელიას.
✨წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც, რომელსაც დავტოვებთ ტრანსპორტში. გზად შეიძლება შეგვხდეთ ტალახიც, შეიძლება დაისვაროთ. ლაშქრობა სხვანაირად წარმოუდგენელია.
✨საჭიროა ასევე თბილი მოსაცმელებიც.
🔹️ მზისგან დამცავი კრემი.
🔹️ სასურველია სალაშქრო ჯოხები.
🔹️ ჩაიცვით მოხერხებული ბოტასი ან ბათინკი.
💢უკანა გზაზე შეგვიძლია მაღაროსკარის ხინკალიც დავაგემოვნოთ.(ცნობილი ვაჟას ხინკალი) რათქმაუნდა სურვილისამებრ.

✔️ გასვლა დილის 06:30 საათზე. დაგვიანებულებს არ ველოდებით.

✔️შეკრების ადგილი მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელი.

✔️ადგილების დაჯავშნა დაწყებულია.

⭕️სიაში ჩასაწერად თანხა ირიცხება წინასწარ. ტურის გამართვამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

☎️599 96 78 96. ეკატერინე
📲593 50 22 70

❗ P. S. ნუ დაიმძიმებთ ჩანთებს არასაჭირო ნივთებით.
‼️ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა დღისით მოვიდა დიდი ნალექი და გზასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა.

💥სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.
დაიგროვეთ ტკბილი მოგონებები ჩვენთან ერთად.❤️



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Vladikavkaz Events in Your Inbox