Event

Re-lentus 2025: Art and Resistance / ხელოვნება და წინააღმდეგობა

Advertisement

For English scroll down

კავკასიის რეგიონში საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე - იქნება ეს ომები, ეკოლოგიური კრიზისი, ურბანული უსამართლობა თუ მზარდი მილიტარიზაცია - ხელოვანები აქტიურად ერთვებიან მიმდინარე პროცესებში და სვამენ შეკითხვებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რათა გამოხატონ წინააღმდეგობა და თავისი საქმიანობის საშუალებით ალტერნატიული მომავლის განვითარების გზები დასახონ. არსებული რეალობის წარმოსაჩენად და გასააზრებლად, სამართლიანობისთვის ბრძოლაში ხელოვანებისა და აქტივიზმის როლზე სასაუბროდ ქართულ საზოგადოებას სამ სომეხ ხელოვანთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.

კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიისა (CuMaLab, საქართველო) და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის (CSN LAB, სომხეთი) ყოველწლიური ერთობლივი პროექტის Re-Lentus-ის 2025 წლის გამოშვება „ხელოვნებისა და წინააღმდეგობის“ თემას ეძღვნება. პროგრამის ფარგლებში წარიმართება საუბარი ურბანული სახელოვნებო აქტივიზმის კრიტიკული გააზრებისა და კოლექტიური წარმოსახვის შესახებ და კლიმატის სამართლიანობის, ურბანული და გენდერული უსამართლობის თემებს გააერთიანებს.

შემოგვიერთდით თბილისის გოეთეს ინსტიტუტში 28 ივნისს, 17:00 საათზე და მიიღეთ მონაწილეობა სამ შთამბეჭდავ სომეხ ხელოვანთან გასაუბრებაში.

მოწვეული სტუმრები იქნებიან:
• არპი ბალიანი - ინტერდისციპლინურ სფეროში მომუშავე ხელოვანი
• სირანუშ აგაჯანიანი - ხელოვანი, მკვლევარი და ფირდუსის ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი
• ჰასმიკ ტანგიანი - ვიდეო-ხელოვნების, პერფორმანსის, ინსტალაციისა და ცეკვის სფეროში მომუშავე ხელოვანი და ფსიქოლოგი.

მოდერატორი: ირინა პოპიაშვილი

-----
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის ენა: ინგლისური

ყველას გულითადად გელით!

პროექტი ხორციელდება ახალი დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით. @Danish Cultural Institute


In the face of challenges societies in the region of Caucasus are confronting - such as escalating wars, environmental crises, urban injustice and growing militarization, artists are stepping forward to ask urgent questions, resist and imagine alternative futures through their practice. In framing and imagining these realities, we invite three Armenian artists along with the Georgian audiences to explore the intersection of art and activism in the fight for justice.

As part of this conversation, the 2025 edition of Re-Lentus - an annual cultural dialogue program organized by Culture and Management Lab (CuMaLab, Georgia) in collaboration with Cultural and Social Narratives Laboratory (CSN Lab, Armenia) - centres on the theme: “Art and Resistance”. In the framework of this program, the topics and talks will explore urban-art activism as a space for critical reflection and collective imagination, where themes of climate justice, urban and gender inequality converge.

Join us at the Goethe-Institut in Tbilisi on June 28, 2025 at 17:00 to listen and engage in dialogue with three powerful Armenian speakers:
• Arpi Balyan - interdisciplinary artist
• Siranush Aghajanyan - contemporary artist, researcher, and the founder of Firdus Art Studio.
• Hasmik Tangyan, artist working across video, performance, installation, and dance; somatic psychologist.

Moderator: Irina Popiashviili

-----
Free and open to all.
Language of the meeting: English

We look forward to seeing you all.

This project is supported by the Danish Cultural Institute through the New Democracy Fund. @Danish Cultural Institute







Advertisement
Share with someone you care for!

Best of Tbilisi Events in Your Inbox