Event

market x Slink • Day Party • შერეული თემატიკის ბაზრობა

Advertisement

market x slink

გიწვევთ market-ის მესამე pop-up ღონისძიებაზე, რომელიც @slinkcafe -სთან კოლაბორაციით 28 ივნისს, 16:00-დან 22:00 საათამდე, ილიას ბაღში გაიმართება (ვარდების ბაღი, დავით აღმაშენებლის გამზირი 73).

მარკეტი შერეული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი მაღაზიები, ისე ინდივიდუალური გამყიდველები. ადგილზე დაეხვდებათ მეორეული და ვინტაჟური ტანსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები, კერამიკა, ვინილები აქსესუარები, ყოველდღიური ნივთები და სხვა უნიკალური საგნები.

Music line-up:
Sikha
Orbita
Seven.twentythreee
msq
Ganjeline

Market არის ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვაჭრობის თანამედროვე კულტურის განვითარებას. ის აერთიანებს სხვადასხვა თემატიკის ბაზრებს განსხვავებულ ლოკაციებზე.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ვაჭრობის ისეთი სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისი საყვარელი საქმიანობა კომერციულად განავითაროს და ამავდროულად, სოციალიზაციისთვის მეგობრული გარემო იპოვოს.


ლოკაცია: ილიას ბაღი
თარიღი: 28 ივნისი, შაბათი
დრო: 16:00–22:00

შევხვდებით მალე.
market-ის გუნდი



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Tbilisi Events in Your Inbox