Event

.:: არც ერთი პიესა ::. თემურ ჩხეიძის სახელოსნო

Advertisement

_ თემურ ჩხეიძის სახელოსნო წარმოგიდგენთ დრამატურგების მიმდინარე ჯგუფის პიესების კრებულს!

[მოგეხსენებათ, სპეციალურად სახელოსნოს დასახურად დანიშნული გამგეობის თავმჯდომარემ, თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილმა, სახელოსნოს "ლიკვიდაციის" არაოფიციალურ მიზეზად დაასახელა - "არც ერთი პიესა არ დაწერილაო"...]

.:: არც ერთი პიესა ::. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ახალი პიესების კრებულია, რომელიც დრამატურგების მიმდინარე ჯგუფის (2023-2025) თორმეტ სრული ფორმის ნამუშევარს აერთიანებს. ავტორები ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გუნია, ანანო ვარძიელი, მარიტა ლიპარტელიანი, ქეთევან სამხარაძე, თამარ სუხიშვილი, თავიანთ ტექსტებში გვაჩვენებენ დღევანდელ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბრძოლას, ტკივილსა და გამძლეობას. კრებული "არც ერთი პიესა" მოიცავს სოციალური უსამართლობის, იდენტობის, ეკონომიკური სირთულეებისა და ძალაუფლების სისტემებთან დაპირისპირების თემებს. კრებულში თავმოყრილი პიესები არ არის მხოლოდ სცენური ტექსტები — ეს არის ცოცხალი რეაქცია იმ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

// პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს (ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს) სამეფო უბნის თეატრში //



Advertisement
Share with someone you care for!

Best of Tbilisi Events in Your Inbox