

# Event Details

- **Event Name**: სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური
- **Event Start and End Date**: Mon, 09 Feb, 2026 at 05:00 am – Thu, 12 Feb, 2026 at 11:00 pm
- **Event Description**: ? ტურისტული კომპანია Dgl Tours დიჯიელი
9–12 თებერვალს გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, ექსპერიმენტულ ოთხდღიან ინფო ტურს სტამბოლში — 560 ლარად.
? ეს არის პირველი გასვლა ამ მიმართულებით
? ტური მოიცავს არასტანდარტულ, ნაკლებად ტურისტულ ლოკაციებს
? გათვლილია მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად უკვე მოინახულა სტამბოლის სტანდარტული ტური და სურს აღმოაჩინოს სხვა, განსხვავებული სტამბოლი
? ინფო ტურის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა შედგენილია კვლევითი და გაცნობითი პრინციპით —
ლოკაციები შერჩეულია გამოცდილების დაგროვებისა და შემდგომში სრულფასოვანი ტურის ჩამოსაყალიბებლად.
I დღე
✔️ ადრეული ჩაფრენა სტამბოლში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში, რომელიც მდებარეობს ტაქსიმზე
✔️ დღე ძირითადად თავისუფალია
✔️ სურვილისამებრ გავისეირნებთ სტამბოლის კლასიკური ტურის ლოკაციებზე:
  — სულთან აჰმედის მოედანი
  — აია სოფია
  — თოფქაფის სასახლე
  — ლურჯი მეჩეთი
✔️ საღამოს დაბრუნება სასტუმროში
II დღე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ Miniatürk — მინიატურების პარკი
ღია ცის ქვეშ მდებარე უნიკალური პარკი, სადაც წარმოდგენილია თურქეთისა და ოსმალური სამყაროს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლების მინიატურული მაკეტები.
აქ ნახავთ აია სოფიას, თოფქაფის სასახლეს, გალათას ხიდს, ნემრუთის მთას და სხვა ისტორიულ ობიექტებს ერთ სივრცეში.
✔️ Ters Ev — თავდაყირა სახლი
სახალისო და ორიგინალური ლოკაცია, სადაც ყველაფერი თავდაყირაა — ავეჯი, სამზარეულო, საძინებელი.
ფოტოებსა და ვიდეოებზე იქმნება ილუზია, თითქოს ჭერზე დადიხართ.
✔️ Rahmi M. Koç Museum — მანქანებისა და ტექნიკის მუზეუმი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მუზეუმი სტამბოლში:
ძველი ავტომობილები, ორთქლის მატარებლები, გემები და ტექნიკური ექსპონატები.
✔️ Eyüp Sultan Mosque — ეიუბ სულთანის მეჩეთი
ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მუსლიმებისთვის.
აქ მდებარეობს ეიუბ ელ-ანსარის მავზოლეუმი — წინასწარმეტყველ მუჰამედის თანამებრძოლის საფლავი.
სულიერი სიმშვიდითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამორჩეული სივრცე.
✔️ Pierre Loti Hill — პიერ ლოტის გორა
Eyüp-იდან საბაგიროთი ავალთ პიერ ლოტის გორაზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედები Golden Horn-ზე.
დასვენება კაფეში — ჩაი ან ყავა ულამაზესი ხედების ფონზე.
✔️ 19:20 — საღამოს კრუიზი ბოსფორზე
ტრანსფერით, თურქული ღამის შოუ და ვახშამი.
? თანხა: 45€
✔️ დაბრუნება სასტუმროში
III დღე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ Üsküdar / Salacak – Kız Kulesi (ქალწულის კოშკი)
სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ლეგენდებით სავსე ადგილი.
Salacak-ის სანაპიროდან ნავით გადავდივართ ქალწულის კოშკში, რომელიც ზღვაში დგას და საუკუნეების განმავლობაში ქალაქის სიმბოლოდ ითვლება.
დავტკბებით ბოსფორისა და ძველი სტამბოლის პანორამული ხედებით და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს.
✔️ Kuzguncuk (კუზგუნჯუკი)
სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ავთენტური უბანი.
ფერადი ხის სახლები, მყუდრო ქუჩები და მრავალკულტურული გარემო — აქ ერთმანეთის გვერდით ნახავთ მეჩეთს, ეკლესიასა და სინაგოგას.
✔️ Beylerbeyi Palace — მუზეუმი
ოსმალეთის სულთნების საზაფხულო სასახლე, რომელიც ბოსფორის ნაპირზე მდებარეობს.
გამორჩეულია ევროპული სტილის ინტერიერებით, მდიდრული დარბაზებითა და დახვეწილი დეკორით.
✔️ Kanlıca — მაწვნის სოფელი
ბოსფორის პატარა და მშვიდი უბანი, ცნობილი ტრადიციული თურქული მაწვნით, რომელსაც შაქრის პუდრითა და თაფლით მიაქვთ.
ნამდვილი, ავთენტური სტამბოლი ტურისტული ხმაურის გარეშე.
✔️ Anadolu Hisarı / Küçüksu
ბოსფორის ყველაზე ვიწრო მონაკვეთზე მდებარე ისტორიული ციხესიმაგრე.
მასთან ახლოს მდებარეობს Küçüksu Pavilion — პატარა, დახვეწილი სასახლე ნეოკლასიკურ სტილში.
იდეალური ადგილი დღის მშვიდი დასასრულისთვის.
✔️ დაბრუნება სასტუმროში
IV დღე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ თავისუფალი დღე შოპინგისთვის
ისტიკლალის ქუჩა, გალათას კოშკი და ცნობილი ტრამვაი (ფუნიკულიორი) ცალკე არ არის ჩაწერილი, რადგან სასტუმრო მდებარეობს უშუალოდ ამ ზონაში და მათი მონახულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
? ტურის ღირებულება (ავიაბილეთის გარეშე): 560₾
ღირებულებაში შედის:
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ 4* სასტუმრო — 3 ღამე, ქალაქის ცენტრში, ტაქსიმზე
➡️ საუზმე
➡️ სითი ტაქსის ქალაქის მოსაკრებელი
➡️ კომპანიის მხრიდან ქართულენოვანი გამყოლის მომსახურება
➡️ პროფესიონალი ადგილობრივი გიდის მომსახურება — მხოლოდ 1 დღე
ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთი (თბილისი–სტამბოლი–თბილისი), 4 კგ ხელჩანთა (40×30×20)
➡️ ტრანსფერი თურქეთში: აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი — 30€
➡️ სადილები და ვახშმები
➡️ დამატებით რეკომენდებულია თან იქონიოთ დაახლოებით 100€-მდე, რადგან ეს არის ინფო ტური და ზუსტი ხარჯები წინასწარ ცნობილი არ არის
? მგზავრობისთვის აუცილებელია
➡️ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი (ვადით მინ. 6 თვე)
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან და სამადგილიან ნომერში
➡️ ერთადგილიანი ნომრის სურვილის შემთხვევაში საჭიროა თანხის დამატება
➡️ ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს ობიექტური მიზეზების გამო
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ (ფასები ცვალებადია)
⚠️ დაჯავშნის პირობები
➡️ დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით რამდენიმე დღით ადრე
➡️ ჩარიცხვისას მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი
➡️ გაუქმების შემთხვევაში ჩარიცხული თანხა არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე იცვლება
➡️ ავიაბილეთები არ ბრუნდება და არ გადაფორმდება
➡️ საზღვრის ვერ გადაკვეთის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება
➡️ არასრულწლოვნისთვის აუცილებელია დაბადების მოწმობა + ID ბარათი ან პასპორტი
დედის გარეშე მგზავრობისას — ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა
? დაგვიკავშირდით:
? 597 53 79 79 — თამარი (WhatsApp)
? 598 18 19 72 — თამარი (Viber)
- **Event URL**: https://allevents.in/istanbul/სტამბოლი-რომელიც-არ-გინახავს-ინფო-ტური/200029205233445
- **Event Categories**: 
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 12

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Istanbul
- **state**: IB
- **country**: Turkey
- **location**: Istanbul, Turkye
- **lat**: 41.013453171118
- **long**: 28.977212151457
- **full address**: Istanbul, Turkye, Turkey

## Event gallery

- **Alt text**: სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events1/banners/09ea674d8a1e96f3bc81d0119094e4f26e45eeb14984a83dbd3aa9787ca9e05d-rimg-w1200-h800-dcd8aca7-gmir?v=1770388289

## FAQs

- **Q**: When and where is სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური being held?
  - **A:** სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური takes place on Mon, 09 Feb, 2026 at 05:00 am to Thu, 12 Feb, 2026 at 11:00 pm at Istanbul, Turkye, Turkey.
- **Q**: Who is organizing სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური?
  - **A:** სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური is organized by Dgl Tours.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "სტამბოლი რომელიც არ გინახავს, ინფო ტური",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events1/banners/09ea674d8a1e96f3bc81d0119094e4f26e45eeb14984a83dbd3aa9787ca9e05d-rimg-w1200-h800-dcd8aca7-gmir?v=1770388289",
        "startDate": "2026-02-09",
        "endDate": "2026-02-12",
        "url": "https://allevents.in/istanbul/სტამბოლი-რომელიც-არ-გინახავს-ინფო-ტური/200029205233445",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Istanbul, Turkye",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "Istanbul, Turkey",
                "addressLocality": "Istanbul",
                "addressRegion": "IB",
                "addressCountry": "TR"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.013453171118",
                "longitude": "28.977212151457"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "? ტურისტული კომპანია Dgl Tours დიჯიელი\n9–12 თებერვალს გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, ექსპერიმენტულ ოთხდღიან ინფო ტურს სტამბოლში — 560 ლარად.\n? ეს არის პირველი გასვლა ამ მიმართულებით\n? ტური მოიცავს არასტანდარტულ, ნაკლებად ტურისტულ ლოკაციებს\n? გათვლილია მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად უკვე მოინახულა სტამ",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "Dgl Tours",
                "url": "https://allevents.in/org/dgl-tours/26513363"
            }
        ]
    }
]
```