

# Event Details

- **Event Name**: სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური
- **Event Start and End Date**: Sat, 19 Sep, 2026 at 06:30 am – Sun, 20 Sep, 2026 at 11:30 pm (+04:00)
- **Event Description**: 📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours „დი ჯი ელი“ უკვე მეორედ გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, საავტორო ორდღიან ტურს — „უცნობი სომხეთი“ 🇦🇲
📅 19–20 სექტემბერი
💰 ტურის ღირებულება — 260 ლარი
🕡 გასვლა — 06:30 საათზე
ეს მარშრუტი უკვე თავად გავიარეთ ჩვენი ინფო-ტურის ფარგლებში, შევამოწმეთ ლოკაციები, გზები და დრო — ახლა კი გთავაზობთ სომხეთს განსხვავებული მიმართულებით, ულამაზესი მონასტრებით, შუა საუკუნეების ციხესიმაგრით, არარატის ხედებით, ყვავილების ზღვითა და სევანის ტბით.🇦🇲
⭕ ჩვენი მარშრუტი:
I დღე
✔️ მარმაშენის მონასტერი — X–XI საუკუნეების სომხური არქიტექტურის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, რომელიც მდინარე ახურიანის თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს. წითელი ტუფით ნაგები მონასტერი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, ულამაზესი ორნამენტებითა და განსაკუთრებული სიმშვიდით.
✔️ დაშტადემის ციხე — სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. საუკუნეების განმავლობაში იგი მნიშვნელოვან თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და დვინიდან ანისკენ მიმავალ სავაჭრო გზას აკონტროლებდა. მასიური გალავნები, კოშკები და ბასტიონები დღემდე შთამბეჭდავად გამოიყურება.
✔️ დაშტადემის ციხესთან გავჩერდებით სავახშმოდ — ულამაზეს გარემოში. 
✔️ გავემგზავრებით გიუმრიში, სადაც გვექნება თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ მოცეკვავე შადრევნებთან
✔️ ღამისთევა გიუმრის სასტუმროში.
II დღე
✔️ 08:00 — საუზმე სასტუმროში
✔️ 09:00 — ვტოვებთ სასტუმროს და ვაგრძელებთ მოგზაურობას.
✔️ ხორ ვირაპის მონასტერი — სომხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდე. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ, ღრმა მიწისქვეშა დილეგში, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი 13 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული. მონასტრიდან კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, ბიბლიური არარატის მთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება. 
✔️ Noah's Garden — „ნოას ბაღი“ — სომხეთის ახალი და უკვე ძალიან პოპულარული ტურისტული სივრცე არარატის ველზე. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებული 150 000-ზე მეტი ყვავილი, ფერადი დეკორაციები, ხელოვნური ტბები, თანამედროვე ფოტოზონები და არარატის ულამაზესი ხედები მართლაც განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის. თავისი მასშტაბითა და ფერადოვნებით ბევრს დუბაის ცნობილ Miracle Garden-ს აგონებს. 🌺🌷📸
✔️ სევანის ტბა — კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი მაღალმთიანი მტკნარი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1 900 მეტრზე მდებარეობს. სევანს ტყუილად არ უწოდებენ „სომხეთის ლურჯ მარგალიტს“. გავისეირნებთ ნავით სევანის ტბაზე და ულამაზესი ხედებით დავტკბებით.
✔️ ვახშმისთვის გავჩერდებით სევანის ტბის მიმდებარედ.
✔️ დაბრუნება თბილისში.
⭕ აუცილებლად გაითვალისწინეთ:
➡️ საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი (პირადობის მოწმობა), შესაბამისი მოქმედების ვადით.
➡️ არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში წინასწარ გადაამოწმეთ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები. თუ ბავშვი მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად ან მის გარეშე მოგზაურობს, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
➡️ ტურის განმავლობაში არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე — აუცილებელია პოზიტივი! ❤️
➡️ ტრანსპორტში არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს და არ მივირთმევთ საკვებს. კვებისა და დასვენებისთვის გზად გავჩერდებით.
➡️ ვითვალისწინებთ გიდის მითითებებს და პატივს ვცემთ ჯგუფის თითოეულ წევრს.
⭕ ტურის ღირებულებაში შედის:
✔️ VIP კლასის მიკროავტობუსით მგზავრობა
✔️ სასტუმრო — 1 ღამე გიუმრიში
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ პროფესიონალი გიდის მომსახურება
✔️ საბაჟო და ტრანსპორტთან დაკავშირებული გადასახადები
⭕ ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌ დამატებითი კვება — გთხოვთ, წამოიღოთ შუადღემდე წასახემსებელი, არაფუჭებადი საკვები.
❌ Noah's Garden-ის შესასვლელი ბილეთი — 5 000 დრამი (დაახლოებით 35 ლარი).
❌ სევანის ტბაზე ნავით გასეირნება —
1 500 დრამი (დაახლოებით 11 ლარი) 
📍 გასვლის ადგილი:
თბილისი — მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი
⭕ ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ, რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდეთ.
ჯავშნისთვის გამოგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომრებს.
➡️ ბეს სახით ირიცხება 100 ლარი, დარჩენილი თანხა კი — ტურის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თქვენი მიზეზით ტურზე წამოსვლას ვეღარ შეძლებთ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თანხა სრულად დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოების გამო ტურის გაუქმება თავად ორგანიზატორს მოგვიწევს.
📞 597 53 79 79 — თამარი (WhatsApp)
📞 598 18 19 72 — თამარი (Viber)
❤️ შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ ჩვენთან ერთად სომხეთი განსხვავებული მარშრუტით — ადგილები, რომლებიც ბევრ მოგზაურს ჯერ კიდევ არ უნახავს!
#dgltours #discovergeorgialand #armenia
- **Event URL**: https://allevents.in/gyumri/სომხეთი-მარმაშენი-დაშტადემი-გიუმრი-ხორ-ვირაპი-ნოას-ბაღი-სევანი-ორდღიანი-ტური/200030631788141
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 0

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Gyumri
- **state**: SH
- **country**: Armenia
- **location**: Gyumri
- **lat**: 40.79297
- **long**: 43.846945
- **full address**: Gyumri, Armenia

## Event gallery

- **Alt text**: სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events4/banners/2764dc30d38c1d8d4f1af54cf294a186d0dd24d32b6e057d57477803c3f42773-rimg-w1200-h800-dcf8f8e8-gmir?v=1788057521

## FAQs

- **Q**: When and where is სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური being held?
  - **A:** სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური takes place on Sat, 19 Sep, 2026 at 06:30 am to Sun, 20 Sep, 2026 at 11:30 pm at Gyumri, Armenia.
- **Q**: Who is organizing სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური?
  - **A:** სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური is organized by Dgl Tours.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events4/banners/2764dc30d38c1d8d4f1af54cf294a186d0dd24d32b6e057d57477803c3f42773-rimg-w1200-h800-dcf8f8e8-gmir?v=1788057521",
        "startDate": "2026-09-19T06:30:00+04:00",
        "endDate": "2026-09-20T23:30:00+04:00",
        "url": "https://allevents.in/gyumri/სომხეთი-მარმაშენი-დაშტადემი-გიუმრი-ხორ-ვირაპი-ნოას-ბაღი-სევანი-ორდღიანი-ტური/200030631788141",
        "eventStatus": "https://schema.org/EventScheduled",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "Gyumri",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "Gyumri",
                "addressLocality": "Gyumri",
                "addressRegion": "SH",
                "addressCountry": "AM"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "40.79297",
                "longitude": "43.846945"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours „დი ჯი ელი“ უკვე მეორედ გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, საავტორო ორდღიან ტურს — „უცნობი სომხეთი“ 🇦🇲\n📅 19–20 სექტემბერი\n💰 ტურის ღირებულება — 260 ლარი\n🕡 გასვლა — 06:30 საათზე\nეს მარშრუტი უკვე თავად გავიარეთ ჩვენი ინფო-ტურის ფარგლებში, შევამოწმეთ ლოკაციები, გზები და დრო —",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "Dgl Tours",
                "url": "https://allevents.in/org/dgl-tours/26513363"
            }
        ]
    }
]
```