Search results for:
No result found! Try with different keywords!
Advertisement

ჯგუფური ტური კოპენჰაგენში (20 - 23 სექტემბერი)

Advertisement

ჯგუფური ტური კოპენჰაგენში (20 - 23 სექტემბერი)


ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ ჯგუფურ ტურს კოპენჰაგენში. (20 - 21 - 22 - 23 სექტემბერი - პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი)

20 სექტემბერი - 1 დღე:

07:00 საათი - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
09:15 საათი - ჩაფრენა კასტრუპის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
10:30 საათი - დაბინავება სასტუმროში (ქალაქის ცენტრში)
13:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ კრიშტიანია - ქალაქი ქალაქში, ჰიპების დასახლება. კრიშტიანია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესოა. დანიელმა ჰიპებმა, ომი სამხედრო ბაზის ოკუპაციით გააპროტესტეს და 70-იანი წლებიდან დღემდე იქ ცხოვრობენ
✔ კოპენჰაგენის სიმბოლოდ ქცეული „პატარა ქალთევზას“ ქანდაკება
✔ ნუჰავნი - მე17 საუკუნის პორტი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ფერადი სახლებით, რომლებიც რატომღაც არცერთ ფოტოზე არ ჩანს ისეთი კარგი როგორიც რეალურადაა. კოპენჰაგენში თუ მოხვდებით ამ ადგილს გვერდს ვერ აუვლით, ყველა ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებულადაა მონიშნული და აუცილებლად უნდა ნახოთ. ძველი პორტის ტერიტორიაზე ბევრი სუვენირების მაღაზია და ღია ტიპის კაფეა
✔ 1 საათიანი გასეირნება ნავით

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

21 სექტემბერი - მეორე დღე:

08:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:30 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ კრისტიანსბორგის სასახლე - ძველი სასახლე რომელშიც დღეს დანიის პარლამენტია განთავსებული. პარლამენტის კოშკი ყველაზე მაღალი წერტილია კოპენჰაგენში და ვიზიტორებისთვის იქ ასვლა უფასოა.
✔ სამეფო ბაღის მონახულება
✔ მრგვალი კოშკის მონახულება
✔ დანიის საერთაშორისო მუზეუმი
✔ ტივოლის გასართობი პარკი - პარკში შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სახასიათო არქიტექტურულ ფორმებს, რომლებიც ყველა სეზონზე შესაბამისადაა მორთული.


19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

22 სექტემბერი - მესამე დღე:

08:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:30 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ დიზაინის მუზეუმი
✔ Assistens Cemetery - პარკი და ადგილი, სადაც გამოჩენილი დანიელები, მათ შორის ჰანს ქრისტიან ანდერსენია დასაფლავებული.
✔კოპენჰაგენის ბოტანიკური ბაღი
✔ ამალეინბორგის სასახლე - დანიის დედოფლის მარგარეტის ზამთრის რეზიდენცია
✔ ნომა - ცნობილი რესტორანი, რომელიც წლების განმავლობაში იკავება 1 ადგილს მსოფლიო რეიტინგში

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

23 სექტემბერი - მეოთხე დღე:

09:45 საათი - გამომგზავრება კასტრუპის საერთაშორისო აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
15:40 საათი - ჩამოფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1050 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი -კოპენჰაგენი - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ (პრიორიტეტი სტატუსი)
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში -
ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 250 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა



Map Copenhagen, Copenhagen , Denmark
Report a problem

Are you going to this event?

Advertisement

More Events in Copenhagen

Explore More Events in Copenhagen