

# Event Details

- **Event Name**: არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი. 
- **Event Start and End Date**: Tue, 01 Sep, 2026 at 08:30 am – Thu, 03 Sep, 2026 at 06:30 pm
- **Event Description**: ბათუმის საზაფხულო სკოლა 
"არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი" 

ჩატარდება 2026 წლის 1-3 სექტემბერს - სრული სამი დღის განმავლობაში.  სკოლა ეძღვნება არაცნობიერის საკითხს თანამედროვე გარდამავალი რეალობების კონტექსტში.

ამჯერად ჩვენს ფსიქოანალიტიკურ სკოლას ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მოწვეული მომხსენებლები იქნებიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსები: ემანუელა კვალიატა (რომი), პროფესორი ლიზა ბარაისტერი (ლონდონი), პინარ პადარი ( ანკარა). სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრები.

ფსიქოანალიზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სოციალური და ფსიქიკური პროცესების გააზრებაში, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ როგორც ინდივიდებზე, ისე ჯგუფებსა და საზოგადოებაზე. არაცნობიერი მექანიზმები არა მხოლოდ პიროვნულ ტკივილს განსაზღვრავენ , არამედ კოლექტიურ ქცევასა და სოციალურ დინამიკებსაც.
გარდამავალი დროება ფსიქიკას ღრმა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. ამ დროს  შეიძლება დაიშალოს ნაცნობი სიმბოლური სტრუქტურები, გართულდეს მომავლის წარმოდგენა და შესუსტდეს საზღვრები შიდა და გარე რეალობას შორის. ამ პირობებში ძლიერდება პრიმიტიული შფოთვები, ტრავმული განმეორებები, პარანოიდული დინამიკა, დისოციაცია და განადგურების ან ყოვლისშემძლეობის ფანტაზიები როგორც ინდივიდებში, ისე ინსტიტუციებსა და პოლიტიკურ მოძრაობებში. თუმცა სწორედ ასეთ ვითარებაში ჩნდება იმედის საკითხიც — თუ როგორ ინარჩუნებს ფსიქიკური ცხოვრება უწყვეტობის, მნიშვნელობის, შემოქმედებითობისა და ემოციური გადარჩენის შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც რეალობა ფრაგმენტირებული და საფრთხით სავსეა.
გაურკვევლობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ გარე არასტაბილურობას, არამედ იმ შინაგან ფსიქიკურ გამოცდილებასაც, როდესაც ადამიანი კარგავს უსაფრთხოებისა და უწყვეტობის განცდას.

პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ფსიქოთერაპიული და ფსიქოანალიტიკური ეთიკის საკითხებსაც. ფსიქოანალიზის აღდგენის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეთიკურმა საკითხებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მიმდინარე სოციალური არასტაბილურობა — ომები, ავტორიტარული ზეწოლა, იძულებითი გადაადგილება და ცვალებადი პოლიტიკური თუ სიმბოლური საზღვრები — გარდაუვალად მოქმედებს პროფესიულ პრაქტიკაზე და ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის საზღვრებზე როგორც სოციალური კრიზისების პერიოდში, ისე თავად ანალიტიკურ სივრცეში. ჩვენი ფსიქოანალიტიკური საზოგადოება განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ამ საკითხების უფრო ღრმა გააზრების მიმართ.
********
გაურკვევლობაში (uncertainty) ვგულისხმობთ არა მხოლოდ გარემოს  არასტაბილურობას, არამედ იმ შინაგან, ფსიქიკურ გამოცდილებასაც, როდესაც ადამიანი კარგავს უსაფრთხოებისა და უწყვეტობის განცდას. ეს შეიძლება მოიცავდეს დედობას, ორსულობას  ომის დროს, როდესაც ბავშვის მომავალი რადიკალურად არაპროგნოზირებადი ხდება როგორც გარე რეალობაში, ისე მშობლების ფსიქიკურ სამყაროში; ასევე ბავშვების     გამოცდილებებს, რომლებიც იზრდებიან ომის, ძალადობის, მიგრაციის,  რღვევისა და კოლექტიური ტრავმის პირობებში. ამ თემებს მიეძღვნება    ბავშვთა ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის  პანელური დისკუსიაც.
*******
რასაკვირველია, გარდამავალ დროზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით დონალდ ვინიკოტის ფიგურას და მის ფუნდამენტურ იდეებს გარდამავალი სივრცისა და გარდამავალი ობიექტის შესახებ. ვინიკოტისთვის გარდამავალი სივრცე წარმოადგენს იმ ფსიქიკურ არეს, სადაც შიდა და გარე რეალობა ერთმანეთს ხვდება და სადაც შესაძლებელი ხდება თამაში, სიმბოლიზაცია, კულტურისა და შემოქმედებითობის დაბადება. თანამედროვე არასტაბილურ და ტრავმულ რეალობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა — როგორ ინარჩუნებს ადამიანი ამ გარდამავალ სივრცეს, როდესაც რეალობა შემოჭრილია ძალადობით, დანაკარგითა და შიშით. ვინიკოტის იდეები საშუალებას გვაძლევს, გარდამავალი დროება გავიაზროთ არა მხოლოდ როგორც კრიზისი და რღვევა, არამედ როგორც სივრცე, სადაც შესაძლოა კვლავ შეიქმნას კავშირი, აზრი, შემოქმედებითობა და იმედი.
 ბათუმის სკოლის პროგრამაზე წარმოდგენილი იქნება  ვინიკოტის იდეებისადმი მიძღვნილი პანელი. 
*******

სკოლა განკუთვნილია კვალიფიცირებული ფსიქოანალიტიკოსებისთვის, კანდიდატებისა და ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებული კლინიცისტებისთვის, სტუდენტებისათვის, ასევე მივესალმებით ყველას, ვინც დაინტერესებულია ფსიქოანალიტიკური ტრენინგითა და ფსიქოანალიტიკური აზრით.

შესაძლებელი იქნება CE კრედიტების მიღება. გაიცემა დასწრების საათების დამადასტურებელი სერტიფიკატები,
 ***********

საზაფხულო სკოლის საფასური არის 340 ლარი. საფასურში შედის:
  მთელს  სასწავლო პროგრამაზე დასწრება, სამჯერადი კვება სამი დღის განმავლობაში, თარჯიმანი სკოლის მუშაობის დროს, ქართულად თარგმნილი დაბეჭდილი სასაწავლო მასალები, ტრანსპორტირება მთიან აჭარაში და უკან,  ფილმის ჩვენება და ფსიქოანალიტიკური განხილვა. 
რეგისტრაციის ბმული მალე გამოქვეყნდება. თუ გსურთ, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია რეგისტრაციის გახსნის შესახებ, მოგვწერეთ და დაემატეთ დაინტერესებულთა სიას:  
gppoevents@gmail.com

 საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო კომიტეტი

წინასწარი პროგრამა

არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი 

1	სექტემბერი, სამშაბათი

08:30–09:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია
09:00–09:30 – სკოლის გახსნა და მისალმება:   ადგილობრივი ორგანიზატორები: ნონა ნაკაშიძე( საქართველოს ფსიქოანლაიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება,  დავით ქათამაძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი),  მოწვეული სპიკერები: ემანუელა კვალიატა, ლიზა ბარაისტერი, პინარ პადარი. 
 09:30–11:00 – მოხსენება:  "მოზარდობა გარდამავალ ეპოქაში: გენდერული გაურკვევლობა და სიმარტოვე"
მომხსენებელი: ემანუელა კვალიატა (რომი)
დისკუსანტი:       დიანა პიპინაშვილი
მოდერატორი:      ნონა ნაკაშიძე.
11:00–11:30 –შესვენება, ყავა
11:30–13:30 – მოხსენების განხილვა აუდიტორიასთან   მცირე ჯგუფებში.  
13:30–15:00 – ლანჩი,  შესვენება
15:00–16.30 -კლინიკური შემთხვევების განხილვა მცირე ჯგუფებში    
16:30 -  17.00 - ყავა, შესვენება;
17,00- 18.00 - ვორკშოფი ეთიკის საკითხებზე; მომხსენებლები:  ნონა ნაკაშიძე, ნინო სესიაშვილი; მოდერატორი- ანი მგელაძე  
 
  2  სექტემბერი, ოთხშაბათი
 
09:00–10:30 – მოხსენება: 
მომხსენებელი:  პინარ პადარი (ანკარა)
დისკუსანტი ხათუნა ივანიშვილი
მოდერატორი: დავით ქათამაძე
10:30–11:30 – დისკუსია აუდიტორიასთან
11:30–12:00 – ყავის შესვენება
12:00–13:30 – კლინიკური შემთხვევების განხილვა მცირე ჯგუფებში 
13:30–15:00 – ლანჩი, დიდი შესვენება   
15:00–16:30 – პანელური დისკუსია ვინიკოტის ნაშრომების თემაზე; მომხსენებლები: თამარ აზმაიფარაშვილი,   ლევან გოგუაძე, შოთა ბერულავა, მოდერატორი: კახა ამაშუკელი.
16:30–17:00 – ყავა შესვენება
17:00–18:30- კლინიკური შემთხვევების განხილვა მცირე ჯგუფებში     
 
________________________________________
 3 სექტემბერი, ხუთშაბათი-

09:00–10:30 – მოხსენება: „დროის გაყინვა: რეპროდუქციული კონტროლი გაურკვევლობის ეპოქაში“
მომხსენებელი:  ლიზა ბარაიტსერი,  
დისკუსანტი: თამარ კაპანაძე
მოდერატორი: ნინო სესიაშვილი
10:30–11:30 – დისკუსია აუდიტორიასთან
11:30–12:00 – ყავის შესვენება
12:00–13:30 – პანელური დისკუსია ბავშვთა ფსიქოანალიზის თემაზე. პანელისტები; დინა ანთელავა, მეგი ქავთარაძე, ლალი ცერცვაძე,  მოდერატორი: თამარ აზმაიფარაშვილი  
13:30–14:20 – ლანჩი  
14:30–19:00 –  ექსკურსია მთიან აჭარაში და ზაზა ხალვაშის ფილმის "ნამეს" ჩვენება  ხალვაშების კინო მუზეუმში, სოფელ გეგელიძეებში. მომხსენებელი ხათუნა ივანიშვილი. 
 გამოსამშვიდობებელი ბანკეტი

With great pleasure, The Batumi Summer Psychoanalytic School  
"The Unconscious in Transitional Times: Power, Uncertainty, and Hope"
extends a warm invitation and sincere welcome to you.


Read the Arguments 

The Batumi Summer Psychoanalytic School is dedicated to the theme of the unconscious in the context of contemporary transitional realities. The school is designed for qualified psychoanalysts, candidates, and psychoanalytically oriented clinicians; we also warmly welcome everyone interested in psychoanalytic training and psychoanalytic thinking.

Psychoanalysis plays an important role in understanding the social and psychic processes that often unconsciously shape individuals, groups, and societies. Unconscious mechanisms determine not only personal suffering, but also collective behavior and social dynamics.

Transitional times confront the psyche with profound instability. Familiar symbolic structures may collapse, the future may become difficult to imagine, and the boundaries between inner and outer reality may weaken. Under such conditions, primitive anxieties, traumatic repetitions, paranoid dynamics, dissociation, and fantasies of destruction or omnipotence may intensify both in individuals and within institutions and political movements. Yet precisely in such circumstances, the question of hope emerges: how psychic life preserves the possibility of continuity, meaning, creativity, and emotional survival even when reality becomes fragmented and filled with threat.

By uncertainty we mean not only external instability, but also the internal psychic experience in which a person loses the sense of safety and continuity.

The program will also devote significant attention to questions of psychotherapeutic and psychoanalytic ethics. Since the restoration of psychoanalysis in the post-Soviet space during the 1990s, ethical issues have acquired particular importance. Ongoing social instability — including wars, authoritarian pressures, forced displacement, and shifting political and symbolic boundaries — inevitably affects professional practice and the boundaries between analyst and patient, both during periods of social crisis and within the analytic setting itself. Our psychoanalytic community is deeply interested in developing a deeper understanding of these important issues.

CE credits will also be available.

The participation fee for the Summer School is 340 GEL (approximately € 115). 
The participation fee for the Summer School  includes full access to the academic program, three meals per day during the three-day event, translation services throughout the School, printed educational materials  in English, transportation to and from mountainous Adjara, and a film screening.
The registration link will be published soon. If you would like to receive early information about registration opening, please contact us and join the interest list:

gppoevents@gmail.com

With best regards,
Organizing Committee
  
Preliminary Program:

September 1, Tuesday

08:30–09:00 – Participant Registration

09:00–09:30 – Opening of the Summer School and Welcome Remarks from invited speakers and local orginizers.

09:30–11:00 – Prpesentation: "Adolescence in Transitional Times: Gender Uncertainty and Loneliness"
 Presenter: Emanuela Quagliata (Rome)
 Discussant: Diana Pipinashvili
 Moderator: Nona Nakashidze

11:00–11:30 – Coffee Break

11:30–13:30 – Discussion with the Audience

13:30–15:00 – Lunch

15:00–16:30 – Clinical Case Discussions in Small Groups

16:30–17:00 – Coffee Break

17:00–18:00 – Workshop on Ethical Issues
Speakers: Nona Nakashidze, Nino Sesiashvili, Moderator: 
Ani Mgeladze

18:15–20:00 – Free Time, Walk in Old Batumi

September 2, Wednesday

09:00–10:30 – Presentation:
Presenter: Pinar Padar ( Ankara)
Discussant: Khatuna Ivanishvili
Moderator: David Katamadze
10:30–11:30 – Discussion with the Audience around the morning lecture

11:30–12:00 – Coffee Break

12:00–13:30 – Clinical Case Discussions in Small Groups

13:30–15:00 – Lunch break

15:00–16:30 – Panel Discussion on Winnicott’s Works; Panelists: Tamar Azmaifarashvili, Levan Goguadze, Shota Berulava; Moderator: Kakha Amashukeli

16:30–17:00 – Coffee Break

17:00–18:30 – Clinical Case Discussions in Small Groups; Supervizors:  

 

September 3, Thursday

09:00–10:30 – Presentation:‘Freezing Time: Reproductive control in uncertain times’
Presenter: Lisa Baraitser Discussant: Tamar Kapanadze;
Moderator: Diana Pipinashvili

10:30–11:30 – Discussion with the Audience

11:30–12:00 – Coffee Break

12:00–13:30 – Panel Discussion on Child Psychoanalysis; panelists: Dina Antelava, Megi Kavtaradze, Lali tscertcvadse (online) Moderator: Nino Sesiashvili 

13:30–14:30 – Lunch break

14:30–19:00 – Excursion to Mountainous Adjara and Screening of Zaza Khalvashi’s film Namme at the Khalvashi's Cinema Museum. Presenter: Khatuna Ivanishvili. Discussion: Nona Nakashidze. 

Farewell Banquet
- **Event URL**: https://allevents.in/batumi/არაცნობიერი-გარდამავალ-დროში-ძალაუფლება-გაურკვევლობა-და-იმედი/200030182077050
- **Event Categories**: workshops, entertainment, business
- **Interested Audience**: 
  - total_interested_count: 747

## Ticket Details


## Event venue details

- **city**: Batumi
- **state**: AJ
- **country**: Georgia
- **location**: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S UBatumi Shota Rustaveli State University / BSU
- **lat**: 41.64985
- **long**: 41.62687
- **full address**: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S UBatumi Shota Rustaveli State University / BSU, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 35, ბათუმი, საქართველო, Batumi, Georgia

## Event gallery

- **Alt text**: არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.
  - **Image URL**: https://cdn-az.allevents.in/events3/banners/a942fd817ceb48ae0e1d43e1898cfc0648877242dd425fe20b4cf537480f29e6-rimg-w1200-h629-dcc8b898-gmir?v=1787779680

## FAQs

- **Q**: When and where is არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.  being held?
  - **A:** არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.  takes place on Tue, 01 Sep, 2026 at 08:30 am to Thu, 03 Sep, 2026 at 06:30 pm at ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S UBatumi Shota Rustaveli State University / BSU, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 35, ბათუმი, საქართველო, Batumi, Georgia.
- **Q**: Who is organizing არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი. ?
  - **A:** არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.  is organized by საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.
- **Q**: Who is this event for? Is it right for me?
  - **A:** არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.  is ideal for curious learners, students, and skill-builders looking to gain hands-on knowledge and practical expertise in a focused, interactive setting. Whether you're a first-time attendee or a longtime enthusiast in Batumi, this event is thoughtfully curated to deliver a standout experience worth every moment. With 740+ people already showing interest, this is clearly an event worth adding to your calendar - don't miss out.

## Structured Data (JSON-LD)

```json
[
    {
        "@context": "https://schema.org",
        "@type": "Event",
        "name": "არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი.",
        "image": "https://cdn-az.allevents.in/events3/banners/a942fd817ceb48ae0e1d43e1898cfc0648877242dd425fe20b4cf537480f29e6-rimg-w1200-h629-dcc8b898-gmir?v=1787779680",
        "startDate": "2026-09-01",
        "endDate": "2026-09-03",
        "url": "https://allevents.in/batumi/არაცნობიერი-გარდამავალ-დროში-ძალაუფლება-გაურკვევლობა-და-იმედი/200030182077050",
        "location": {
            "@type": "Place",
            "name": "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S UBatumi Shota Rustaveli State University / BSU",
            "address": {
                "@type": "PostalAddress",
                "streetAddress": "ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 35, ბათუმი, საქართველო",
                "addressLocality": "Batumi",
                "addressRegion": "AJ",
                "addressCountry": "GE"
            },
            "geo": {
                "@type": "GeoCoordinates",
                "latitude": "41.64985",
                "longitude": "41.62687"
            }
        },
        "eventAttendanceMode": "https://schema.org/OfflineEventAttendanceMode",
        "description": "ბათუმის საზაფხულო სკოლა \n\"არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და  იმედი\" \n\nჩატარდება 2026 წლის 1-3 სექტემბერს - სრული სამი დღის განმავლობაში.  სკოლა ეძღვნება არაცნობიერის საკითხს თანამედროვე გარდამავალი რეალობების კონტექსტში.\n\nამჯერად ჩვენს ფსიქოანალიტიკურ სკოლას ბათუმის რუსთაველი",
        "organizer": [
            {
                "@type": "Organization",
                "name": "   ",
                "url": "https://allevents.in/org/საქართველოს-ფსიქოანალიტიკური-ფსიქოთერაპიის-საზოგადოება/1166142",
                "description": "Georgian Psychoanalytical Psychotherapeutic Society is an associated member of European  Federation Of Psychoanalytical Psychotherapy. \nhttps://gppo.ge"
            }
        ]
    }
]
```