Advertisement
ერთ დღიანი ექსკურსია "პანაგია სუმელაზე"
"პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი
"პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი ერთ-ერთი იმ სამოცდათორმეტ ხატთაგანია წმინდა ლუკა მახარებელმა რომ დაწერა. ხატის დაწერის შემდგომი ისტორიის შესახებ ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით პანაგია სუმელას ხატი სხვა ხატებზე ზომით ყველაზე პატარა იყო და წმინდა ლუკა მას სიცოცხლის ბოლომდე გულმკერდზე დაკიდულს ატარებდა. თივაში გარდაცვალების წინ წმინდანმა საყვარელი ხატი თავის მოწაფეს, ანანიას გადასცა. ანანიამ მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ თივა დატოვა და ხატთან ერთად ათენში ჩავიდა. ათენში ხატს თაყვანს სცემდნენ და მოიხსენიებდნენ, როგორც "პანაგია ათინიოტისა"-ს.
საორგანიზაციო დეტალები:
• გასვლა - წმ პანტელეიმონის სახელობის ტაძრიდან (ქ. ათენი, ახარნონის ქუჩა). კვირას, 06:00-ზე.
• დაბრუნება - ათენში. კვირას, 23:00-ზე.
• ფასი - 35 €.
• ფასში შედის - ავტობუსის ბილეთი და გიდი.
• 5 წლამდე ბავშვებისთვის ექსკურსია უფასოა.
• 5-დან 12-მდე ბავშვებისთვის ფასი ნახევრდება.
• კვება - სურვილისამებრ, შეგიძლიათ წამოიღოთ და ივახშმოთ ბუნებაში ან შეგიძლიათ მიირთვათ ტავერნაში.
პროგრამა:
გავემართებით დილით სუმელასკენ. მოვინახულებთ სუმელას ეკლესიას, სადაც წმინდა მარიამის (პანაგია) სასწაულმოქმედი ხატუ არის დაბრძანებული. მოვილოცავთ ამ ადგილს და დღის უმეტეს ნაწილს ეკლესიაში გავატარებთ.
შენიშვნა:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამინდის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს ექსკურსიის თარიღის ცვლილება. მსგავს შემთხვევაში წინასწარ იქნებით ინფორმირებულები.
დაგვიკავშირდით ნომერზე
ტელ: +30 21 0710 4250
მობ: +30 6993443333
You may also like the following events from DinTravel • დინთრეველი:
Liked this event? Spread the word :